1.
პროექტის
სახელწოდება: პირდაპირი და შებრუნებული, ჭეშმრიტი და მცდარი წინადადებები.
კონტრ მაგალითი.
2.
პროექტის
მთავარი იდეა: მოსწავლეებმა მოიძიონ ქართულ ლიტერატურაში, ისეთი ფრაზები, სადაც გამოკვეთილია
პირობა და დასკვნა. ჩაწერონ ეს წინადადებები შებრუნებული, საპირისპირო და შებრუნებულის
საპირისპიროს სახით.
3.
პროექტის
აქტუალობა: ქართველი მწერლების,
ცნობილი გამონათქვამების მნიშვნელობის გაანალიზება.
მოსწავლეებს განუვითარდებათ, წაკითხული ტექსტის სწორად გააზრების და გაანალიზის უნარი.
4.
პროექტის
მიზანი: განუვითარდეთ
ერთი წინადადების სხვადასხვა სახით ჩაწერის უნარი. კონტრ მაგალითის გამოყენების უნარი.
მსჯელობა-დასაბუთების უნარი.
5.
მონაწილეთა
ასაკი: 15-16 წელი, Xკლასის მოსწავლეები.
6.
ვადები/ხანგრძლივობა:
ორი კვირა.
7.
მოსალოდნელი
შედეგები/პროდუქტები, რაც შეიძლება შეიქმნას: სლაიდშოუ,წერილობითი
დოკუმენტი,პლაკატი.
8.
პროექტისათვის
საჭირო რესურსები: ცნობილი ქართველი მწერლების წიგნები, პროექტორი, ფორმატები,
მარკერები.
9.
პროექტის
მსვლელობა (ძირითადი აქტივობები): მოსწავლეები
განაწილდებიან ოთხ ხუთ ბავშვიან გგუფებში,ყოველ ჯგუფს მიეცემა კონკრეტული მწერალი, თითოეული ჯგუფი მოიძიებს ხუთ მსგავს წინადადებას,
ჩაწერენ თითოეულ წინადადებას სხვადასხვა ფორმით. დააჯგუფებენ ერთად ისეთ წინადადებებს,
რომლებიც ჭეშმარიტია/მცდარია როგორც პირდაპირი, ისე შებრუნებული და შებრუნებულის საპირისპიროს
სახით, ხოლო ისეთ წინადადებებს, რომელთა შებრუნებულიც ყოველთვის ჭეშმარიტი/მცდარი არ
არის ერთად.მოძიებული ინფორმაციით გააკეთებენ სლაიდშოუს, პლაკატს, ბოლოს მოეწყობა პრეზენტაცია-დისკუსია.
10. საგნებთან/საგნობრივ ჯგუფებთან/ეროვნულ
სასწავლო გეგმასთან კავშირი: მათემატიკა, ქართული ლიტერატურა, ისტ.
11. პროექტის ხელმძღვანელი:
ქ. რუსთავის #12 საჯარო სკოლის მათემატიკის მასწავლებელი ნინო მახათაძე.
ძალიან საინტერესო წამოწყებაა, კარგი იქნება ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებლებთან თანამშრომლობა!
ReplyDeleteგისურვებთ წარმატებებს!
შენი იდეა ბიოლოგიურად რომ გარავაკეთო და გამოვიყენო შეიძლება?
ReplyDeleteგმადლობ ირინა.
ReplyDeleteმინდა ვცადო ვნახოთ რა გამოვა. :)
ნინო, თუ გადააკეთებ კარგი იქნება.მეც მაინტერესებს რა გამოვა.
ReplyDelete